ახალი ამბები
კორონავირუსით ზუგდიდის მკვიდრი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 80 წლამდე მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრი იყო და მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.

ამავე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ვირუსისგან 344 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამ ეტაპისთვის, რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 480-მე პაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 39-ის მდგომარეობა.
Print