ახალი ამბები
რუხის კლინიკაში 2 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე ცნობით, ისინი რუხის კლინიკაში გადიოდნენ მკურნალობის კურსს. ბოლო 24:00 საათში სამეგრელოში 240-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.

გარდაცვლილებიდან ერთი,  80 წლის მამაკაცი გალის მკვიდრი იყო,  85 წლს გადაცილებული მამაკაცი კი  ზუგდიდში ცხოვრობდა. 

ამ ეტაპისთვის რეგიონის კოვიდკლინიკებში 370-მდე პაციენტი მკურნალობს.
Print