რეგიონი
ზუგდიდში მომდევნო კვირის განმავლობაში უნალექო ამინდი იქნება
სამეგრელოში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა, დღისით 27-29, ხოლო ღამით 9-11 გრადუსი იქნება.

„იმ კვირის ბოლომდე ველოდებით უნალექო ამინდებს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სამეგრელოში და მათ შორის ზუგდიდში 27-29 გრადუსი იქნება, ზოგან კი შეძლება 30-მდე მოიმატოს“, - ამბობენ სააგენტოში.


Print