რეგიონი
ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსზე ოთხი პაციენტის პასუხს ელოდებიან

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის ლალი დარახველიძის

ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხს დღეს ელოდებიან.

 

,,პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება სხვა პაციენტების მკურნალობას, გაიდლაინების შესაბამისად მიმდინარეობს და მდგომარეობა მართვადია’’, -თქვა დარახველიძემ.

ინფექციურში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ოთხი პირი გუშინ მოათავსეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. მათ თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

Print