რეგიონი
ზუგდიდის ინფექციურში ექიმებს Covid-ზე გამოიკვლევენ
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში Covid 19-ზე ექიმების გამოკვლევა დღეიდან დაიწყება. ინფორმაციას საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მედიკოსების შემდეგ გამოკვლევა სხვადასხვა რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს ჩაუტარდება. 

"დავიწყეთ მედიკოსების ბიოლოგიური მასალების კვლევა და ამას მოყვება კიდევ სხვა ეტაპები, ანუ იმ რისკ ჯგუფების კვლევა, რომელთაც შეხება ჰქონდათ სხვადასხვა სამსახურებთან და მუშაობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს საუკეთესო შედეგებით რეგიონში და გვაქვს დადებითი დინამიკა",- თქვა ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ.  

გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე კვლევა 13 პაციენტის, მათ შორის ხობის, სენაკისა და რუხის ცხელების ცენტრებში, ასევე საკარანტინო ზონაში მყოფი პირების ბიოლოგიურ მასალას ჩაუტარდა. ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხია მიღებული.
Print