რეგიონი
ზუგდიდში ერთ-ერთი რესტორნის დამხმარე ნაგებობაში გაზის ბალონი აფეთქდა
კომბინატის დასახლებაში, ერთ-ერთი საბანკეტო დარბაზის დამხმარე ნაგებობაში გაზის ბალონის აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე არავინ იმყოფებოდა. დაზიანდა შენობის სახურავი.

მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Print