რეგიონი
ზუგდიდში დღეს COVID 19-ზე ანალიზი 86 ადამიანს აუღეს
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში COVID 19-ზე დღეს 86 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა. მათ შორის 73 ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდანაა, ხოლო 13 ცხელების ცენტრებიდან (რუხის კლინიკა-8; ევექსი-1, სენეკის ცხელების კლინიკა 4). ინფორმაციას საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, გუშინ მათთან გამოკვლეული 96 პირიდან კორონავირუსი არცერთს დადასტურებია.

გამოკვლეულთა შორის იყვნენ, როგორც ზუგდიდის მედიკოსები, ასევე წალენჯიხიდან, ზუგდიდის „112“-ის ფილიალებიდან და დევნილთა პოლიკლინიკებიდან ექიმები. ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ სულ 135 ბიოლოგიური მასალა შევიდა. ინფექციურ საავადმყოფოში უკვე ერთი კვირაა covid19-ზე PCR კვლევები ტარდება. სულ გამოკვლეულია 300-დე პირი. სამასივე ადამიანის პასუხი უარყოფითია.

Print