რეგიონი
მარტვილელ სამართალდამცავს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარტვილელ პოლიციელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელოს განყოფილების ინფორმაციით, მამაკაცის ინფიცირების წყარო ბათუმია.

ამ დროისთვის მოძიებულია მისი შვიდი კონტაქტი. კოვიდინფიცირებული მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გაივლის.
Print