რეგიონი
საბერიოში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა
20 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კოვიდ19-ზე 253 მოქალაქე გაიტესტა. აქედან, 6 მათგანს ინფექცია დაუდასტურდა. ამის შესახებ მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა. მალხაზ თორიას ცნობით, 2 დადასტურებული შემთხვევა ე.წ. საბერიო კლსტერს განეკუთვნება. ინფიცირებულები რუხის კლინიკაში უკვე მოათავსეს. ფოთში ოჯახის 3 წევრს დაუდგინდა, ხოლო 1 სენაკში დაფიქსირდა, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია.

რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, აქ 44 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ხოლო რეგიონის საკარენტინო სივრცეებში 133 მოქალაქე იმყოფება.

21 სექტემებრს 340 ნიმუში აიღეს, პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
Print