პოლიტიკა
ზუგდიდის მერს უფლებამოსილება შეუწყდა
ზუგდიდის საკრებულომ მერის ლაშა გოგიას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება ცნობად მიიღო. კანონის მიხედვით, შესაბამისი გადაწყვეტილება ცესკოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. მერის შესაძლო კორუფციულ გარიგებაში მხილებაზე მმართველი პარტიის დეპუტატები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ფრაქცია ენმ-ს თავიმჯდომარე ანა წითლიძე,ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მერის მსგავსად, საკრებულოს თავიჯდომარის მამუკა წოწერიასგანაც მოითხოვდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. მას წოწერიამ უპასუხა, რომ ჯერ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს და შემდეგ შეიძლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება, დაახლოებით, 30 წუთი გაგრძელდა.


ამავე თემაზე:

მაიზერ ნანავა მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა
Print