პოლიტიკა
ზვიად ლაგვილავას დედა სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა
ზუგდიდში აფეთქების შედეგად გარდაცვლილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ზვიად ლაგვილავას დედამ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებით დაინტერესება სთხოვა. მან სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ შვილი მოუკლეს.

„2014 წლიდან დავდივარ ყველგან. საქმე გამოძიებული არ არის. რამდენი ტომია დაწერილი, ზვიადი აფეთქდაო, ეს ტყუილია. შვილი მომიკლეს მაღალჩინოსნებმა. დავდივარ ყველგან და არსად არაა პასუხი. კაბინეტში ზიან და ჯიბეს ისქელებენ. გთხოვთ, როგორც დედას, როგორც ქალს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს - რატომ მომიკლეს შვილი? ", - უთხრა გულნაზ ლაგვილავამ ზურაბიშვილს.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, მან ლაგვილავას დედას უთხრა, რომ ამ საქმით დაინტერესდება, თუმცა ახლა პასუხს  ვერ გასცემდა.

„ჯერ ვერ გეტყვით პასუხს. არ ვიცი რას შევძლებ, მაგრამ გეტყვით პასუხს“,- უპასუხა პრეზიდენტობის კანდიდატმა გარდაცვლილის დედას.

სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.

ამავე თემაზე:

ზურაბიშვილი: მე ვიქნები მედიატორი ხალხსა და ხელისუფლებას შორის
Print