კორონავირუსი
ზუგდიდიში კარანტინში 116 ადამიანი იმყოფება
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში დღეის მონაცემებით,  კარანტინის რეჟიმში იმყოფება 291 ადამიანი, მათ შორის, აბაშაში -  18, სენაკში - 12, მარტვილში 31, მესტიაში - 2, წალენჯიხაში - 56, ჩხოროწყუში - 14, ხობში -  24 , ფოთში 18, ხოლო ზუგდიდში კი 116 პირი.

ზუგდიდში თვითიზოლაციაშიაში რჩება 29 ადამიანი, აბაშაში -  8, სენაკში  - 5, მარტვილში  - 3, წალენჯიხაში -  23, ჩხოროწყუში - 7, ხობში - 16, ფოთში კი 22 მოქალაქე. მესტიაში თვითიზოლაციაში არცერთი პირი არ იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა დილის მონაცემებით, ცხრით გაიზარდა და 266 -ს შეადგენს, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია – 67, ხოლო გარდაცვლილი – 3.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, კარანტინის რეჟიმშია 4872 პირი, ხოლო 453 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.



Print