კორონავირუსი
კომპანია "რინო მოტორსის" საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში "რინო მოტორსის" თანამშრომლებმა ზუგდიდში 20 ოჯახს საჩუქრები გადასცეს. კომპანიის ინფორმაციით, მათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ბზობის დღესასწაული მიულოცეს და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიუტანეს. "რინო მოტორსის" მენეჯერის თემურ კვარაცხელიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მიიღეს.

"კომპანია „რინო მოტორსმა“ გაიზიარა სოციალური პასუხისმგებლობა და ბზობის დღესასწაული მიულოცა სოციალურად დაუცველ 20 ოჯახს. დავუკავშირდით ზუგდიდის მერიას და ვთხოვეთ იმ ბენეფიციართა მონაცემები, ვისაც ჩვენი მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდებოდა. კომპანიის სახელით მივულოცეთ ბზობა და გადავეცით პირველადი მოხმარების პროდუქტები, მათ შორის პურის ფქვილი, შაქარი, ზეთი, ჩაი, ბურღულეული, წიწიბურა, ბრინჯი, კვერცხი, მარილი, საფუარი და ა.შ, რათა მცირედით მაინც შეგვემსუბუქებინა მათთვის შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა", - უთხრა თემურ კვარაცხელიამ რადიო "ათინათს".
მისი თქმით, მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს კომპანია მომავალშიც გეგმავს.
Print