რუხის საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდდადებითი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
17:21 / 12.05.2020
რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი მკურნალობა გრძელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის მმართველმა ირაკლი გვაზავამ უთხრა.
მისივე ინფორმაციით, პაციენტებში ვირუსი მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.
კლინიკას ამ დროისთვის 4 კოვიდდადებითი და 16 ცხელების ნიშნით მოთავსებული პაციენტი ჰყავს. აქედან, 5-ს ლაბორატორიული ნიმუში უარყოფითია, დანარჩენების პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
კლინიკას ამ დროისთვის 4 კოვიდდადებითი და 16 ცხელების ნიშნით მოთავსებული პაციენტი ჰყავს. აქედან, 5-ს ლაბორატორიული ნიმუში უარყოფითია, დანარჩენების პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები