კორონავირუსი
კორონავირუსით ზუგდიდის მკვიდრი გარდაიცვალა
ზუგდიდში მცხოვრები 75 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე ცნობით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კოვიდმიმღებ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კოვიდ19-ით 49 ადამიანი გარდაიცვალა.
Print