ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციური: ქალი რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა სტაბილურადაა
​ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ახალი კორონავირუსი წუხელ დაუდასტურდა, სტაბილურია, თუმცა მას აღენიშნება ცხელება და ხველა. გარდა ამისა, როგორც ინფექციურში ამბობენ, პაციენტს სუნთქვის უკმარისობაც აქვს.

ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის განმარტებით, შუა ხნის ქალს უტარდება შესაბამისი კვლევები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება. რაც შეეხება მეორე პაციენტს რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მისი მდგომარეობაც სტაბილურია და მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი. 

ინფექციურ საავადმყოფოში ახალი შემთხვევები და პაციენტთა მომართვიანობა გუშინდელი დღის მერე არ დაფიქსირებულა. საავადმყოფოში ამ დროის მონაცემებით მხოლოდ ორი პაციენტი რჩება. ორივეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამავე თემაზე: 

აფხაზეთიდან ზუგდიდში შესაძლოა კიდევ ერთი პირი გადმოიყვანონ

ზუგდიდის ინფექციურში გალის რაიონიდან შეყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

გალიდან გადმოყვანილი პაციენტის ანალიზის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს ელოდებიან 

Print