ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ღამით არ გაიმართება
მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ღამით არ ჩატარდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე გერასიმემ უთხრა. მიტროპოლიტის თქმით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა კვირას, დილის 7 საათიდან დაიწყება. 

"ღამით ადამიანები ვერ მოახერხებენ მოსვლას. ტრანსპორტით გადაადგილება არ შეიძლება, შეზღუდულია მრევლი, ამიტომაც ვფიქრობთ, ჩავატაროთ დილით", - თქვა მეუფე გერასიმემ.  

მან მრევლს რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

Print