ახალი ამბები
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეორე პაციენტი ზუგდიდის ინფექციურს დღეს დატოვებს
მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს გაეწერება. ინფექციონისტის ლალი დარახველიძის თქმით, ის მომდევნო ორ კვირას საკარანტინო ზონაში გაატარებს. 

"სულ ორი პაციენტი გვყავდა, ბოლო პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური. მოვიდა ორი უარყოფითი პასუხი, ანუ პაციენტი არის გამოჯანმრთელებული და დღეს გაეწერება. სავარაუდოდ, საკარანტინო სივრცეში, ვინაიდან ის არ არის ადგილობრივი, აფხაზეთში მცხოვრებია და შემდეგომ მის გადაყვანაზე ეპიდემიოლოგები იზრუნებენ", - თქვა მედიკოსმა. 

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული საბერიოდან გადაყვანილ ქალს კორონავირუსი 30 მარტს დაუდგინეს. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.
Print