ახალი ამბები
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი სააღდგომო ქადაგებაზე ატირდა (ვიდეო)
ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტმა შეკრებილ მრევლს მიმართა. მეუფე გერასიმემ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს ერთად დგომისთვის და ცრემლი ვერ შეიკავა. კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს. 


"ის გზა, რომელიც ბოლო კვირას ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა თქვენთან ერთად, ეს ყველაფერი დაგვირგვინდა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით. მინდა მუხლმოდრეკით მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, ქართველ ხალხს, რომელმაც მაგალითი მისცა მთელ მსოფლიოს, აჩვენა, თუ როგორები ვართ ქართველები, თუ როგორ შეგვიძლია ქართველებს ერთად დგომა. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს სრულიად საქართველო, მთელი სამყარო, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უცხოეთში არიან. ნაწილი ღვთის წყალობით დაბრუნდა სამშობლოში. ღმერთმა ინებოს საქართველოს გამთლიანება და გაძლიერება", - თქვა მეუფემ.

სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ტაძრებში დილიდან დაიწყო.
Print