ახალი ამბები
Covid 19-ით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებს თბილისსა და ფოთშიც იკვლევენ 
კორონავირუსით ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის კონტაქტებს ზუგდიდის გარდა თბილისსა და ფოთშიც იკვლევენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისი განმარტებით, პირი, რომელსაც Covid-19 დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლია, რომელიც სომხეთიდან 17 აპრილს დაბრუნდა. 2 კვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ მამაკაცი ქვეყანაში შიდა გადაზიდვებს ახორციელებდა. 

"17 აპრილს ჩამოვიდა ერევნიდან, იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, რომელიც 1 მაისს დაასრულა. როგორც მოგეხსენებათ, ის არის ტრაილერის მძღოლი. თვითიზოლაციის პერიოდის გასვლის შემდეგ, მას ჰქონდა უფლება განეხორციელებინა შიდა გადაზიდვები და შესაბამის კონტაქტებს ასახელებს. ვესაუბრეთ მეუღლეს და ახლობლებს, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ ერთხელ იყო გასული რეისზე", - ამბობს ნანა ოდიშარია. 

მისივე ინფორმაციით ინფიცირებულის ოჯახის წევრები, მათ შორის არასრულწლოვანი შვილები უკვე გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსის კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ. 

42 წლის მამაკაცი, რომელსაც მაღალი სიცხე 9 მაისიდან აღენიშნებოდა რუხის საავადმყოფოში 14 მაისს გადაიყვანეს. PCR კვლევის შედეგად მას კორონავირუსი დაუდგინდა


Print