ახალი ამბები
რჩება შთაბეჭდილება, რომ პაციენტს გადატანილი აქვს კოვიდ19 - ნიკოლოზ ქარცივაძე ზუგდიდში დაფიქსირებულ ახალ შემთხვევაზე
"მე ვფიქრობ, რომ არანაირად პანიკის საფუძველი არ არის",- ამის შესახებ რუხის მრავალპროფილური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ზუგდიდში დაფიქსირებული კოვიდ19-ის ახალი შემთხვევის საკითხის კომენტირებისას თქვა. მისივე განმარტებით, პაციენტის სისხლის ნიმუში გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და ამის შემდეგ გახდება ამომწურავი ინფორმაცია ცნობილი.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პაციენტს აქვს გადატანილი ეს ინფექცია და ამჟამად სუსტად დადებითი პასუხი, შეიძლება იყოს ამ ფაზისთვის დამახასიათებელი. თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, დაველოდოთ შედეგებს. რაც შეეხება ჩვენთან ჩატარებულ კვლევებს, არც ერთი მონაცემით პაციენტი მწვავე ფაზაში არ არის“, - აღნიშნა ქარცივაძემ.

რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის 8 პაციენტი იმყოფება. აქედან, 5 კოვიდ-დადასტურებულია, მათ შორის, არის ერთი ახალი შემთხვევა. 4 პაციენტის განმეორებითი შუალედური კვლევა უახლოეს დღეებში ჩატარება. მედიკოსების ცნობით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამავე თემაზე: 

კოვიდ-ინფიცირებულ მამაკაცს სამძიმარი დისტანციურად უნდა მიეღო - ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 

ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც ნათესავის სამძიმარზე იმყოფებოდა

Print