ახალი ამბები
ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის მერს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ გეგა შენგელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ის თავს კარგად გრძნობს.

"ახალი კორონავირუსი დამიდასტურდა, გუშინ სიმპტომების დაწყებისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში. ამ დროისთვის თავს კარგად ვგრძნობ და ვმკურნალობ სახლში, მუშაობას კი ვაგრძელებ განსხვავებულ რეჟიმში - დისტანციურად. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!", - წერს შენგელია ფეისბუქ პოსტში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ზუგდიდში კორონავირუსის 136 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
Print