ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე ზუგდიდში ეპიდვითარებას ეცნობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ენგურის ხიდზე იმყოფება. ის ადგილზე კოვიდვითარებასა და შესაბამის სამუშაოებს ეცნობა. მასთან ერთად ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.

დილით ამირან გამყრელიძე რუხის კოვიდკლინიკაში იმყოფებოდა, ის მოგვიანებით ევექსის ჰოსპიტალსაც ეწვევა.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც გამყრელიძე მედიის კითხვებს უპასუხებს.
Print