ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით ზუგდიდის მკვიდრი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსს კიდევ 13 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 1 სამეგრელო-ზემო სვანეთში. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 75 წლამდე ქალი ზუგდიდის მკვიდრია. ის რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა. 

​ამ ეტაპზე აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობის კურსს სულ 115 პაციენტი გადის. მათგან 20 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში ვირუსს 5 551 პირი ემსხვერპლა.
Print