ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟა რამდენიმე წუთის წინ
დააყაჩაღეს. თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში
შევიდა და ერთ-ერთი დახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა.
„მთლიანად წაიღო ერთ ბალიშზე განთავსებული ძვირფასეულობა. ახალგზარდა,
გრძელთმიანი ბიჭი იყო და მაშინვე გაიქცა“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
გაქცეულს მოვაჭრეებთან ერთად სამართალდამცავებიც გაეკიდნენ, თუმცა,
მისი დაკავება ვერ მოხერხდა.
ადგილზე სამართალდაცავი ორგანოს წარმომადგენლები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები