რეგიონი
გეგა შენგელია: გარევაჭრობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ
ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია ამბობს, რომ გარევაჭრობასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არსებობს და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

„აღნიშნული საკითხი ძალიან პრობლემატურია ზუგდიდისთვის და ზუგდიდელებისთვის. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა: ვაპირებთ ბაზრის ადმინისტრაციასთან მუშაობას ამ საკითხთან დაკავშირებით და პირველ რიგში, გარევაჭრობის მიმართულებით იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ისევ და ისევ, რომ ხალხის ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული და ის ადამიანები, რომლებიც გაჭირვებით დგანან, გარეთ არ დარჩნენ. შევეცდებით, რომ ყველა მხარის პოზიცია გავითვალისწინოთ და პირველ რიგში, ქალაქისთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ“, - თქვა შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული გარევაჭრობის რეგულირების წესი პირველ თებერვალს მიიღო. დადგენილების თანახმად, გარევაჭრობა (გარდა პრესის, ლოტოს ჯიხურებისა და სერვისის ავტომატური მომსახურების აპარატებისა) 2019 წლის პირველი მარტიდან ზუგდიდის რამდენიმე ქუჩაზე უნდა აკრძალულიყო.



Print