რეგიონი
„საქართველოს „ოქროს ხანად“ წოდებული ეპოქის მმართველის გამზირი“ - უჩვეულო აბრები ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე რამდენიმე ჭიშკარზე აბრების ნაცვლად ლურჯი ფერის პლაკატებზე წარწერებია გაკრული.

აქ მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ „თამარ მეფის გამზირის“ აღმნიშვნელი წარწერები დილიდან დახვდათ.

მათ არ იციან, ვინ და რა მიზეზით გააკრა სახელდახელო აბრები მათ ჭიშკრებზე.

ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გვილიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ, ჯერჯერობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც სიტუაციაში გაერკვევა.

გზის ამ მონაკვეთის უმეტეს ნაწილზე, მიუხედავად იმისა, რომ ის წლებია, თამარ მეფის სახელობისაა, ჯერ კიდევ ძველი ქუჩის დასახელების „კიროვის“ აღმნიშვნელი აბრებია გაკრული.
Print