რეგიონი
ზუგდიდში პოლიციელმა ბავშვს აქციაზე ფოტოების გადაღება დაავალა (ვიდეო)
ზუგდიდში, დღეს გამართულ აქციაზე "ვერ დაგვაბრმავებთ", სადაც სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები, ერთ-ერთმა მათგანმა არასრულწლოვანს ტელეფონი გადასცა და მითითებები მისცა. ამის შემდეგ ბავშვი აქციის მონაწილეებისკენ წავიდა და ფოტოები გადაიღო.

მოწოდებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვი იღებს ფოტოებს, რის შემდეგაც პოლიციელს მობილურ ტელეფონს უბრუნებს.

შს სამინისტროს კომენტარს ვიდეოზე რადიო "ათინათი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.


Print