რეგიონი
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ქაიან ბელქანიას წიგნები აჩუქა
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წალენჯიხელ სკოლის მოსწავლეს ქაიან ბელქანიას ესტუმრა და კოსმოსსა და ასტრონავტებზე წიგნებით ბიბლიოთეკა მოუწყო. ამის შესახებ კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ დღეს უკვე ბევრისთვის ცნობილ ქაიან ბელქანიას ვესტუმრეთ წალენჯიხაში - ძალიან უნდოდა და დიდი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ, მათ კოსმოსზე და ასტრონავტებზე წიგნებით. ამ საქმეს ეროვნული ბიბლიოთეკა, მისი მოძრაობა ეკვილიბრიუმი და გალფი კვლავაც ერთობლივად შევეჭიდეთ“, - წერს კეკელიძე.

ასტრონომიით დაინტერესებული ქაიან ბელქანია მედიასთან, მათ შორის, რადიო "ათინათთან" ამბობდა, რომ ბიბლიოთეკის მოწყობა სურდა.

ამავე თემააზე:

ქაიან ბელქანიას ტელესკოპი აჩუქეს
Print