რეგიონი
მოსწავლეების მიერ ჩხოროწყუს მერიის საპირფარეშოს დასუფთავების საკითხს შიდა აუდიტი სწავლობს
ჩხოროწყუს მერიის შიდა აუდიტი ადმინისტრაციულ შენობაში მოსწავლეების მიმართ სავარაუდო იძულების ფაქტს სწავლობს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯანო პერტაიას ინფორმაციით, სამსახური დასკვნას უახლოეს კვირაში დადებს, რასაც შესაბამის რეაგირება მოჰყვება.

დღესვე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს შეხვდნენ და მათგან მოისმინეს ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებები.

ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ისინი რეაგირების მოლოდინში არიან და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვეტენ რა სახის პეტიციის შექმნაზე იმუშავებენ.

ინფორმაციისთვის, მოსწავლეების მიერ მერიის საპირფარეშოს დასუფთავებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.

Print