პოლიტიკა
ზვიად სიჭინავა: „ქართულმა ოცნებამ“ თუ დააპირა ჩემი კანდიდატურის წარდგენა, ჩათვალეთ, მოუგო ნაციონალებს
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა და ზუგდიდის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ზვიად სიჭინავამ, შესაძლოა, ზუგდიდის მერობისთვის კენჭი დამოუკიდებლად იყაროს. ამის შესახებ მან რადიო „ათინათს“ უთხრა.

„ჯერჯერობით, არცერთ პარტიას შემოუთავაზებია კანდიდატად წარდგენა. თუ ამას არ გააკეთებენ, დავფიქრდები და ისე მივიღებ გადაწყვეტილებას, დავაყენო თუ არა კანდიდატურა დამოუკიდებლად. „ქართულმა ოცნებამ“ თუ დააპირა ზვიად სიჭინავას კანდიდატურის წარდგენა, ჩათვალეთ, მოუგო ნაციონალებს, თუ არადა, მეორე ტურამდე მაინც მივიყვან ამათ. ჩემთვის პარტიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ჩემი ქალაქი და მისი ინტერესები“, - გვითხრა სიჭინავამ.
სიჭინავამ იანვარში განაცხადა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს ნაკლები შანსი აქვს და მაისის მერის არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მიიღებს. მაშინ სიჭინავამ გვითხრა, რომ ის გამარჯვებისთვის ნებისმიერ პარტიასთან ერთად იბრძოლებს, ვინც ქალაქს არა პოლიტიკური კუთხით, არამედ, მენეჯერის ხედვით გაუძღვება.

ზვიად სიჭინავამ 2017 წლის ოქტომბერშიც მიიღო ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მაშინ ამომრჩეველთა 14, 5 %-მა დაუჭირა მხარი.


ამავე თემაზე:

ზვიად სიჭინავა: ჩემი ინტერესია, რომ ზუგდიდი დასაცინი ქალაქი არ იყოს

Print