კორონავირუსი
„მადლობის ტაში “ - მოქალაქეების მხარდამჭერი აქცია ექიმებს ზუგდიდშიც გაიმართება
სოლიდარობის აქცია, რომელიც სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ისახავს მიზნად ზუგდიდშიც გაიმართება. აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

„შემოგვიერთდით და ერთად ვუთხრათ მადლობა სამედიცინო პერსონალს ჩვენს ჯანმრთელობაზე დაუღალავი ზრუნვისთვის! გამოვიდეთ აივნებზე, გავაღოთ ფანჯრები და ტაში დავუკრათ ჩვენს სამედიცინო პერსონალს, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ!“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქცია დღეს, 21:00-ზე, ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდება.
Print