კორონავირუსი
საავადმყოფო: ზუგდიდში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, მოთავსებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნება, სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოში უთხრეს. მათივე ცნობით, მამაკაცი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ის მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.

„ჩივილები აქვს ხველებასა და ცხელებაზე. გამომდინარე ეპიდემიური სიტუაციიდან ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ბიოლოგიური მასალა და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. ველოდებით პასუხს, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს სიმპტომური მკურნალობა. თვითონ კონტაქტს ვერავისთან ვერ აღნიშნავს, როგორც იქ ამბობს იქ შვილთან ერთად იმყოფებოდა“, - ამბობს მკურნალი ექიმი ლალი დარახველიძე.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 70 წლამდე მამაკაცი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით გუშინ მოათავსეს. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და საქართველოში 20 მარტს ჩამოვიდა.


Print