კორონავირუსი
სამეგრელოში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 70 წლის მამაკაცი ზუგდიდის მკვიდრია და რეფერალური ჰოსპიტალის კოვიდ განყოფილებაში მკურნალობდა. რაც შეეხება 83 წლის ქალს, ის ჩხოროწყუდანაა და რუხის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 195 ადამიანი მკურნალობს. მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 124 პირი. 

საკარანტინო სივრცეებში სულ 55 ადამიანი რჩება.
Print