დღის ფოტო
26 მაისი, ზუგდიდი
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან დღეს 103 წელი გავიდა.

ინფომაციისთვის, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წელი შეძლო. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილი გახდა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
Print