დილის ჩართვა
სტუმრები - ნინო სიჭინავა, დავით ლოგუა და სალომე გარდავა
მიმდინარე წლის 18 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს გამართავს.

დილის გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის წარმომადგენელი - დავით ლოგუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი - ნინო სიჭინავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ახალგაზრდული პროგრამების მართვის განყოფილების უფროსი - სალომე გარდავა.

რა მიზნით იმართება ფორუმი სამეგრელოში, ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია სამეგრელოში, ამის შესახებ რადიო ,,ათინათის'' ეთერში დილის გადაცემის სტუმრებმა ისაუბრეს.
1059fm · სტუმრები - ნინო სიჭინავა, დავით ლოგუა და სალომე გარდავა




Print