ახალი ამბები
სამეგრელოში კორონავირუსი კიდევ 119 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 88 ზუგდიდის მკვიდრია
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშიდან 119-ზე დადებითი პასუხია. კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"10 შემთხვევა გვაქვს წალენჯიხაში, 9 ჩხოროწყუში, 6 ფოთში, 5 სენაკში, 1 ხობში. მათი ნაწილი ინფიცირებულების კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი სამედიცინო დაწესებულებებში ცხელებით შესული პაციენტები არიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ეტაპზე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 133 კოვიდ პაციენტი გადის, აქედან 16-ის მდგომარეობა საყურადღებოა. ფოთის ჰოსპიტალში კი 38 ინფიცირებული მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა. რეგიონის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებში 156 პირი იმყოფება.
Print