ოდაბადეშ კინოხონი
ჭინკა
ჭინკა ავსული, მავნე ჯუჯა არსებაა. ჭინკა სამეგრელოში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება, როგორც ჭიჭკე, წინკე, წირკალი, ჭიჭკა, მაჭუტი, კაჭი, კაჭია და იჭიკია. ჭინკებს უყვართ ადამიანების გამასხარავება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობს, ჭინკები წლების წინ უკვალოდ გაქრნენო, ხალხის რწმენით მაინც არსებობენ.

დღევანდელ გადაცემაში საუბარია არაერთ მაგალითზე როგორ ესხმიან ადამიანებს თავს, უვარდებიან სახლებში, როგორ გამოყავთ ცხენები თავლიდან და უმოწყალოდ დააჭენებენ.
გადაცემას უძღვება სოფიო ხუციშვილი ისტორიკოს - მკვლევარ ლაშა ჯიქიასთან ერთად.

გადაცემის ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ ინიციატორი და სპონსორია ზუგდიდელი იური ვეკუა.
Print