მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
წყარიშ დიდა, წყლის დედა, იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვთაება, რომელიც წყლის ცხოველებსა და ადამიანებს იცავდა. დღევანდელ გადაცემაში საუბარია სხვადასხვა რიტუალებზე რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული სამეგრელოში.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
მასალის გამოყენების პირობები