ოდაბადეშ კინოხონი
გეუკუმელუა
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
ეს იყო დრო, როდესაც ხალხი კოცონების შუქზე ახალშობილ მზეს ეგებებოდა, ლოცულობდა ბარაქისა და სიუხვისთვის და ბარბალეს უძველეს კულტს ზეიმობდა. გეუკუმელუა არა მხოლოდ დღესასწაული, არამედ სიცოცხლის განახლების, დროის ახალი ათვლისა და მზის ხელახლა დაბადების სიმბოლო იყო. დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ რიტუალსა და ადათ-წესზე, რომლებიც ამ დღესთან იყო დაკავშირებული.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია

გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი" - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
Print