დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
ეს დღე არა მხოლოდ ქრისტეს დაბადებას, არამედ ღვთის ადამიანად შემოსვასაც აღნიშნავს. სამეგრელოში შობისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იწყებოდა, დღესასწაულს წინ უძღოდა ტრადიციული რიტუალი: „საქირსო ღეჯის“ საშობაო ღორის დაკვლა და სხვადასხვა კერძების მომზადება. მეგრელები შობის ღამეს ოჯახში და მეზობლებში ჟრიამულით, სიმღერებითა და ლოცვებით ხვდებოდნენ. აფხაზები, რომლებიც მეგრელების გავლენით აღნიშნავენ „ქირსას“, მსგავს რიტუალებს ატარებენ, თუმცა გარკვეული ლოკალური განსხვავებები მაინც არსებობს.“ გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
მასალის გამოყენების პირობები