ოდაბადეშ კინოხონი
ხიჩხუამა. ხეშხუამა
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
ტრადიციაზე, რომელიც ფესვებით სამეგრელოს ხეშხვამასა და ხეხუნჯობას უკავშირდება. ეს არის სამყაროს შექმნისა და განახლების უძველესი მისტერია, სადაც სამჭედლო კოსმოსის მოდელად იქცევა, ხოლო მჭედელი ადამიანსა და ზეცას შორის შუამავლად. ასევე განვიხილავთ, როგორ უკავშირდება ახალი წლის ღამე ბედის ვარსკვლავებს, მსხვერპლშეწირვასა და ოჯახის ერთობას.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია

გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი"" - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
Print