დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
ძველი ცხრაობითი დათვლის სისტემის მიხედვით, სამყარო შედგებოდა ცხრა მზისა და ცხრა მთვარისგან და ეს პრაქტიკულად ყოველდღიურ მეტყველებაში, ტოპონიმიკაში და რელიგიურ წესებში შემორჩა. მეგრულ მითოლოგიაში ცხრა ბედნიერების, სიცოცხლისა და ღმერთის დაცვის სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო წინაპრების ცხრაობითი დათვლის წესები დღემდე გამოიყენება ხალხურ ლექსიკასა და ტრადიციებში.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
მასალის გამოყენების პირობები