სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
რას ნიშნავს ეს სიტყვა და რატომ მიიჩნეოდა სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი განსაკუთრებულ, საკრალურ დღეებად.
გეკულა კენტი, „კვათირი“ დღეა შელოცვის, რიტუალის, მთვარის ძალასთან დაკავშირებული დრო, როცა ყოფითი საქმეები იკრძალებოდა და სიზმრების ახდენის სჯეროდათ. რა საიდუმლოს ინახავს მეგრული ტრადიცია და რატომ ჰქონდა ამ დღეებს ასეთი ძალა, დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობთ. გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
მასალის გამოყენების პირობები