სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
მეგრულ კულტურაში იგი გათენებასა და სულიერ განახლებასთან ასოცირდება და სხვადასხვა სახელით მოიხსენიება, მათ შორის "დიდთანაფა" და "ჭიჭე თანაფა". დღესასწაული ოჯახური და საეკლესიო რიტუალებით, წინაპრების ხსოვნის პატივისცემითა და სიმბოლური წეს-ჩვეულებებით აღინიშნება, რაც მის ღრმა კულტურულ და რელიგიურ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი"" - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
მასალის გამოყენების პირობები