ოდაბადეშ კინოხონი
გოფშა თანაფა
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
გადაცემაში მოკლედ გაგაცნობთ ჯიხაშკარში გამართულ ქეჯვარობას, მირსას დღისა და შურუბუმობის რიტუალებს, ასევე კვირაცხოვლობის „პატარა აღდგომის“ ტრადიციებს, სადაც ქრისტიანული და წინარექრისტიანული კულტები ერთიანდება.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია

გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი’’ - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
Print