სამეგრელოში წისქვილი - იგივე ოქუმი - მხოლოდ სამეურნეო ნაგებობა არ ყოფილა.
ის სოფლის ერთ-ერთ ყველაზე საკრალურ ადგილად მიიჩნეოდა და ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში წყლის, ნაყოფიერებისა და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს უკავშირდებოდა. მეგრული ტრადიციის მიხედვით, წისქვილს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა - იგი "დროსაც ფქვავდა". წისქვილის კედლებზე გამოსახული ჯვარი და ბორჯღალო ბოროტი ძალებისგან დაცვის სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო მეწისქვილე სიბრძნისა და საიდუმლოს მცველად აღიქმებოდა. ხალხურ თქმულებებში წისქვილთან კუდიანები, ჭინკები და ქაჯებიც ჩნდებიან, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის მისტიკურ მნიშვნელობას მეგრულ კულტურაში.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი"" - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
მასალის გამოყენების პირობები