დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
XVI-XVII საუკუნეების რუკები და ისტორიული წყაროები გვიჩვენებს, რომ ამ ტერიტორიაზე მდინარეთა სახელების უმეტესობა ქართველური, განსაკუთრებით კი მეგრული წარმოშობისაა. დროთა განმავლობაში არაერთი ჰიდრონიმი შეიცვალა როგორც ადმინისტრაციული, ისე პოლიტიკური მიზეზებით, თუმცა მათი თავდაპირველი ფორმები ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში დღემდეა შემორჩენილი. სწორედ ამ ისტორიულ მემკვიდრეობასა და მდინარეთა სახელების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი.
გადაცემის წამყვანი სოფიო ხუციშვილი და ისტორიკოს - მკვლევარი ლაშა ჯიქია
გადაცემათა ციკლი ,,ოდაბადეშ კინოხონი" - პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა
მასალის გამოყენების პირობები