ახალი ამბები
სოხუმის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარი გაჩნდა
სოხუმში, კერძო სკოლა "ალაშარას" შენობაში ხანძარი გაჩნდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ერთ- ერთი კლასის იატაკს გაუჩნდა, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
ამავე ცნობით, ადგილზე ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება მოკლე ხანში მოხერხდა. არავინ დაზარალებულა.


Print