მოქალაქეების აზრი
რას ფიქრობენ ადგილობრივები ზუგდიდში 170-მდე ახალი "ჭკვიანი" კამერის ამოქმედებაზე (ვიდეო)
ზუგდიდის მასშტაბით 169 ახალი სამეთვალყურეო კამერა დამონტაჟდა. მერიაში ამას საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მართლწესრიგის საფრთხის თავიდან აცილების ან სხვადასხვა დარღვევის აღკვეთის მიზნით ხსნიან.

რადიო "ათინათი" დაინტერესდა თუ რას ფიქრობენ ადგილობრივი მძღოლები და ქვეითები ახალი სამეთვალყურეო კამერების ამოქმედების შესახებ. აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ კამერები ქაოტურ მოძრაობას მოაწესრიგებს და გზებზე დარღვევებს შეამცირებს. მძღოლების ნაწილი კი მოსალოდნელი ჯარიმების შესახებ საუბრობს და სამეთვალყურეო კამერებში ბიუჯეტის შევსების ახალ გზას ხედავს.

169 კამერის საერთო შესყიდვის ღირებულებამ 2 684 000 ლარი შეადგინა. თანხა მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2025 წლამდე უნდა გადაიხადოს. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია როდის ამოქმედდება ახალი სამეთვალყურეო კამერები.







Print